07:15 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-28 16:01:32, 1391 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე: პირადი ცხოვრების ჩანაწერებით ბინძური ბრძოლა ამ ხელისუფლებამ დაიწყო და მე-7 წელია გრძელდება

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელებში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სავარაუდო გავრცელებას ეხმაურება. 

გოცირიძეს მტკიცებით, ასეთი ტიპის მეთოდებს მმართველი გუნდი იყინებს და განმარტა, რომ ეს მაშინ ხდება, როდესაც საკუთარი მიზნების მიღწევა სურთ. 

„პირადი ცხოვრების ჩანაწერებით ასეთი ბინძური ბრძოლა დაიწყო ამ ხელისუფლებამ და გრძელდება მეშვიდე წელიწადია. დაწყებული ჰაკიმ ფაშას ფირებით და შემდეგ ზოგიერთი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო პირების, ჟურნალისტების თუ სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების კადრების გამომზეურება და შემდეგ განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე იძიებენ ამას დასავლელი სპეციალისტების მონაწილეობით, ვინაიდან თურმე ინტერნეტსივრცეში მსგავსი პრობლემების მოგვარება არცთუ ისე ადვილია. არავინ არაფერს არ იკვლევდა, ეს არის მათი ფარული და სარეზერვო ბინძური იარაღი, როდესაც სჭირდებათ თავიანთი პოლიტიკური თუ სხვა მიზნების მისაღწევად, გამოაგდებენ ხოლმე ამ ჩანაწერებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მისი თქმით, კადრები გუშინ სოციალური ქსელების მეშვეობთ გავრცელდა. მან აღნიშნული ფაქტი მოსამართლეების საკითხს დააკავშირა და სამართალდამცავ ორგანოებს მოწუოდა საკიტხი რაც შეიძლება მალე გამოიძიონ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics