|
2019-01-25 11:21:37, 3006 ნახვა
საზოგადოება
ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება [ვიდეო]
ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ არ აშენდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სასტუმროს მფლობელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ინვესტორი მერიის წინადადებას დათანხმდა და ქალაქისთვის მნიშვნელოვან მწვანე სივრცეში აღარაფერი აშენდება. „სასტუმრო „ბუდაპეშტის“მფლობელთან შეხვედრა გვქონდა. ამ თემასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ წყდება. ინტერესი საკმაოდ დიდია. მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით, რომ ვაკისპარკმა გაიმარჯვა. მინდა მივულოცო თბილისსა და თბილისელებს. ჩვენ ინვესტორთანშეთანხმების მიღწევამოვახერხეთ, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე, ვაკის პარკში არაფერი აშენდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ყველა იმ ადამიანსმადლობა გადაუხადა, ვინც ქალაქისთვის მნიშვნელოვან სივრცეს პირველივე დღეებიდან იცავდა. მან მადლობა ასევე, გადაუხადა ინვესტორს, რომ შემხვედრი ნაბიჯები გადმოდგა. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ ადამიანს, იმ აქტივისტს მადლობა გადავუხადო, რომელიც პირველივე დღიდან ჩართული იყო პროცესში და იცავდა ამ კონკრეტულ მწვანე სივრცეს, იცავდა ჩვენი ქალაქისთვის და თბილისელებისთვის. მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო იმ რიგით ადამიანებს, ვისაც გული შესტკიოდა ამ მწვანე სივრცეზე და მაქსიმალურ მხარდაჭერასა და თანადგომას იჩენდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, 2013 წელს ამ კონკრეტულ ადგილზე გაცემული იყო სპეციალური ნებართვა, რომელიც უვადოა. შემდეგ გაიცა მშენებლობის ნებართვა 30-მეტრიან სასტუმროზე, რომელიც დაახლოებით, რვა-ცხრა სართულის სიმაღლისაა. მაშინდელი მერი სხვა გადასახედიდან იყურებოდა და ქალაქისთვის საზიანო ნებართვებს გასცემდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ერთიანი ძალისხმევით, იმ პრობლემების მოგვარება მოხდება, რომელიც დღეს დედაქალაქის მოსახლეობას აწუხებს. „კარგად მაქვს გააზრებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ქალაქის წინაშე. ვაკის პარკის ეს კონკრეტული საქმე მაძლევს სტიმულს, რომ ბევრი რამის გამოსწორება შეიძლება. მთავარია მონდომება, საქმისადმი სიყვარული და პრინციპულობა. ყველაზე მთავარი კი მხარდაჭერაა, რასაც ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვგრძნობთ და რისთვისაც მადლიერი ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით იმ პრობლემების მოგვარებასშევძლებთ, რომელიც დღეს ამ ქალაქში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს აწუხებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
(NS)
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)