|
2019-01-23 15:04:53, 1029 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონში ავტოფარეხების დემონტაჟი გრძელდება
ისნის რაიონის გამგეობა ავტოფარეხების დემონტაჟს განაგრძობს. ამჯერად, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, ქეთევან წამებულის N76ბ და N82 კორპუსებს შორის არსებული სარეაბილიტაციო სკვერის ტერიტორიაზე, ცხაურის ტიპის ოთხი ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. აღნიშნული კონსტრუქციები სკვერის მოწყობისა და განახლების ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა. ავტოფარეხებისგან ეზოს გათავისუფლების შემდეგ, ტერიტორია დასუფთავდება, ხოლო მის ნაცვლად, გამგეობა რეკრეაციული სივრცის მოწყობას დაიწყებს. ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი გაეცნენ. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდნენ და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაგეგმეს. „ჩვენ წელსაც აქტიურად განვაგრძობთ მერის ინიციატივით დაწყებულ კამპანიას. გასულ წელს მოსახლეობის მხრიდან აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო, რაც მისასალმებელია. უსახური ავტოფარეხებისგანეზოების გათავისუფლებახუთ მისამართზე მოვახერხეთ, სადაც კეთილმოწყობის სამუშაოები ჩავატარეთ. ბერი გაბრიელ სალოსის N15-ში მოცულობითი სკვერის მოწყობა დაიგეგმა, რომელსაც სულ მალე განვახორციელებთ. ამჯერად, ქეთევან წამებულის გამზირზე N76ბ-N82-ის ეზოში ოთხი ავტოფარეხი დავშალეთ. ვიმედოვნებ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხაურების დაშლის მეტ ინიციატივას გამოიჩენს და თანამედროვე სკვერის მოწყობის შესაძლებლობა მოგვეცემა“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ. ისნის რაიონის გამგეობამ გასულ წელს, ხუთ მისამართზე 81 ცხაურის ტიპის ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა, რომელთა შორისაა, ონაშვილისქუჩა N9,ლეხ კაჩინსკისქუჩა N9, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირიN13-15, ვაზისუბნისმეორემიკრორაიონისმე-15 კორპუსი, ვაზისუბნისმეორემიკრორაიონისმე-17 კოპრუსი.
(NS)
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)