11:08 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-18 15:50:03, 1922 ნახვა

სამართალი
ბახტაძე: მიუღებელია სასამართლო თემის „პრივატიზაცია“ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოსამართლეების გამწესების საკითხს ეხმაურება. 

როგორც ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მისთვის მიუღებელია, რომელიმე ჯგუფმა მოსამართლეების სიის შესახებ დაწყებული საკითხის „უკანონო პრივატიზება“ მოახდინოს.

„ჩემთვის მიუღებელია ამ თემის უკანონო პრივატიზაცია, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, ვინაიდან ეს არის საერთო საზრუნავი. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა და ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს კრიტერიუმებისა და პროცედურების გაწერა და დადგენა საერთო ჩართულობით, რომლის მიხედვითაც, იქნებიან შერჩეული შესაბამისი მოსამართლეები. საქართველოს მთავრობა არასოდეს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს ფუნქციონირებაში, ეს დრო საქართველოში დასრულდა, დარწმუნებული ვარ, არცერთ ჩვენგანს არ სურს, იცხოვროს იმ დროში, როცა პოლიტიკური ხელმძღვანელობის პირი რეკავდა სასამართლოში და სასამართლოს ისე ალაგებდა, როგორც სურს. მივისწრაფით ევროპისკენ, რეფორმებს, რომელიც ხორციელდება, აქვს დადებითი შეფასება ევროპელი პარტნიორების მხრიდან“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics