|
2019-01-17 17:27:33, 1175 ნახვა
საზოგადოება
ვიცე-მერი: მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერიის მხრიდან შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოებას არ ადგენს. როგორც ხმალაძემ განმარტა, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობას არ გამოავლენდა. „საუბარი იყო იმაზე, რომ კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებული არ იყო. ექსპლუატაციაში მიღება არაფერს ცვლიდა, რადგან შენობა ამისთვის უკვე მზად იყო. გაზის სისტემის უსაფრთხოებას მერიის მხრიდან ექსპლუატაციაში მიღება არ ადგენს. ეს ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობაა და უფლებამოსილებები მათზეა დელეგირებული, რამდენადაც ისინი დისტრიბუციის ლიცენზიანტებს წარმოადგენენ. მხედველობაში მაქვს გაზი და ელექტროენერგიაც. არ მინდა, წინასწარ ვისაუბრო პასუხისმგებლობებზე, მაგრამ ცხადია, რაც გაკეთდა, არ იყო სწორი. დიდი ტრაგედია მივიღეთ. ამას უმოკლეს დროში გარემოებების შესწავლა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შესაბამისი დასკვნების გაკეთება სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. თბილისის ვიცე-მერი იმედოვნებს, რომ მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენცია მოხდება. „ღრმად მჯერა, რომ პასუხისმგებლობის, თვითშეგნებისა და გულისხმიერების კიდევ უფრო მაღალი დონე უნდა გამოავლინონ, როგორც კომპანიებმა, ისე მომხმარებლების მხრიდანაც საჭიროა ყურადღება, რადგან დღეს ქალაქში კიდევ გვაქვს კუსტარული მიერთებები, თვითნებურად დამზადებული გამათბობლები, რომლებიც რისკის მატარებელია. გუშინ საუბრობდნენ იმაზე, რომ გამოძახებაც იყო. ამაზე წინასწარ საუბარი არ მინდა, თავს შევიკავებ. უნდა დაველოდოთ იმ პროცესებს, რომელიც გუშინ ღამევე დაიწყო და დიდ იმედს ვიტოვებ, უმოკლეს დროში დასრულდება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
(NS)
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)