|
2019-01-17 14:14:11, 1193 ნახვა
საზოგადოება
გამყრელიძე: წითელას შემთხვევები მნიშვნელოვნად იზრდება, გვაქვს სერიოზული ეპიდაფეთქება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში წითელას ვირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნად მატულობს. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, წითელა პრობლემას მთელ ევროპაში წარმოადგენს. „წითელასთან დაკავშირებით მივმართავ მოსახლეობას – პირველი ორი კვირის განმავლობაში სერიოზულად იმატებს წითელას რაოდენობა. პირველი იანვრიდან სულ 312 შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან 2000-2200 შემთხვევა იყო. სამწუხაროდ სამი გარდაცვალებით დასრულდა. წითელა არ არის სახუმარო დაავადება. ის სერიოზულ გართულებებს იწვევს და შეიძლება მოჰყვეს ფატალური შედეგი. ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ვაქცინაა. ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებულია, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მიმართოს პოლიკლინიკას და აიცრას სრულიად უფასოდ. მოვუწოდებ მშობლებს, გაიხსენონ აქვთ თუ არა მათ შვილებს წითელას საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული. თუ არ აქვთ, აცრან ბავშვები. ასევე, 20-40 წლის მოქალაქეებს თუ არ გადაუტანიათ წითელა ან თუ არ აქვთ აცრა გაკეთებული, მიმართონ პოლიკლინიკებს“, - აღნიშნა გამყრელიძემ. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება კახეთსა და იმერეთს სჭირდება, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია. „დაავადება სერიოზულად იზრდება. გვაქვს სერიოზული ეპიდაფეთქება. გუშინ მომზადდა მთავრობის განკარგულება წითელას საწინააღმდეგო დამატებითი ღონისძიებების შესახებ, სადაც სერიოზულად მკაცრდება ნორმები და ეძლევათ მითითება შესაბამის უწყებებს აუცილებელ აცრებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)