09:33 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-16 22:11:39, 901 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში აფეთქების ადგილზე პრემიერ-მინისტრი მივიდა

დიდ დიღომში, სადაც ცოტა ხნის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მივიდა.

იგი ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად ეცნობა.

მასთან ერთად ტერიტორიაზე იმყოფება თბილისის მერი კახა კალაძე, მისი მოადგილე ილია ელოშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე.

შეგახსენებთ, დიდ დიღომში აფეთქებას დადასტურებული ინფორმაციით 3 ადამიანი ემსხვერპლა, 10-მდე კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 4 ბავშვია. აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების სიმძლავრემ კორპუსის და მიმდებარე საცხოვრებლების ფანჯრები ჩაამსხვრია. მოსახლეობა ევაკუირებულია.

ტერიტორიაზე სახანძრო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობენ. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics