09:33 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-16 19:13:42, 946 ნახვა

საზოგადოება
ბესელია: ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ჯვრის მონასტერს და მის წინამძღვარს

 „ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ჯვრის მონასტერს და მის წინამძღვარს. ვიცი რამდენად რთული იყო მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება. უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანეს მოძღვარი“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, ეკა ბესელიამ facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

როგორც ბესელია აღნიშნა, ტაძრის გარემო ანტისანიტარიაა და თავადაც ბევრჯერ მიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტს რეაგირებისთვის.

 "1997 წლიდან მრევლი ვარ ამ მონასტრის და ვიცნობ მამა კონსტანტინეს როგორი დიდბუნებოვანი და საოცრად კარგი ადამიანია. რამდენი ხანია ცდილობს მოაგვაროს ეს პრობლემა. ვინ არ შეაწუხა... უამრავი სტუმარი ჩამოდის და მონასტრის წინ ისეთი ანტისანიტარიაა და მოუწესრიგებლობა, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რაც მთავარია, კანონი ირღვევა , გარე ვაჭრობა აკრძალულია. უნებართვოდ ხდება ადგილას ვაჭრობა. არ ვიცი ვისი ინტერესია რომ რეაგირება არ ხდება... მე, პირადად მივმართე არაერთი წერილით მცხეთის მუნიციპალიტეტს, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ , გუბერნატორს კანონის აღსრულების მიზნით. რატომ არ ხდება კანონის დაცვა და აღსრულება - ამაზე უნდა ისაუბროს მერმა და პასუხისმგებელმა პირებმა. იმედია სამართლებრივად მოგვარდება ეს საკითხი, ნაცვლად მონასტრის მოძღვრის გაკიცხვისა“, - წერს ბესელია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics