07:13 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-09 11:54:18, 1270 ნახვა

საზოგადოება
იმნაძე: აცრა დღესაც შესაძლებელია, თუმცა ორი კვირა იმუნიტეტი არ გექნებათ

აცრა დღესაც შესაძლებელია, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ორი კვირა იმუნიტეტი არ გექნებათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა,  აცრები სახელმწიფოს მიერ რისკჯგუფებისთვის დაგეგმილი კამპანია იყო და ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდა. აიცრა 41 000-ზე მეტი ადამიანი.

ამასთან, კერძო სექტორში აიცრა 15 000-ზე მეტი მოქალაქე.

„დღესაც შესაძლებელია აცრა, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს თუ აიცრებით, ორი კვირა იმუნიტეტი არ გექნებათ. შესაბამისად, ამ ორ კვირაში ავად თუ გახდებით, არ უნდა თქვათ, რომ ეს აცრის გამო მოხდა. სააფთიაქო კომერციულ ქსელებში დღესაც შესაძლებელია აცრა. ვინც გრიპის ვირუსს გადაიტანს, ამავე ვირუსზე მყარი იმუნიტეტი რჩება, ანუ ვირუსის ის ვარიანტი პაციენტს აღარ დაემართება, შესაძლოა, სხვა ვარიანტი შეხვდეს“, – განაცხადა იმნაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics