|
2015-06-16 10:01:49, 418 ნახვა
საზოგადოება
სინოპტიკოსები დღეს თბილისში ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ
“თბილისში დღეს დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდენელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით“,-ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა. მისივე პროგნოზით, დედაქალაქში დღეს ჩრდილო/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დაუბერავს, ჰაერის ტემპერატურა კი ღამით +16 გრადუსი, ხოლო დღისით +31 გარდუსი იქნება. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +15, +20°, დღისით +23, +28°, მთაში ღამით +12, +17°, დღისით +22, +27°; მაღალმთაში ღამით +7, +12°, დღისით +18, +23°; ზემო აფხაზეთში ღამით +11, +16°, დღისით +21, +26°. აღმოსავლეთ საქართველოში– დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის II ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +15, +20°; დღისით +28, +33°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +21, +26°; მაღალმთაში ღამით +6, +11°, დღისით +15, +20°; თბილისში_ დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო/დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +16°, დღისით +31°“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ნინო წვერავამ. „ექსპრესნიუსი“ მომდევნო ორი დღის პროგნოზს ვრცლად გთავაზობთ: 17 ივნისს დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +15, +20°; დღისით +25, +30°, მთაში ღამით +11, +16°, დღისით +23, +28°; მაღალმთაში ღამით +8, +13°, დღისით +19, +24°; ზემო აფხაზეთში ღამით +9, +14°, დღისით +22, +27°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +14, +19°, დღისით +28 +33°; მთაში ღამით +9, +14, დღისით +22, +27°; მაღალმთაში ღამით +5, +10°, დღისით +17, +22°. თბილისში_ დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +16, დღისით +31°. 18 ივნისს დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა ნავარაუდევი, ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +14, +19°; დღისით +26, +31°, მთაში ღამით +9, +14°, დღისით +23, +28°; მაღალმთაში ღამით +6, +11°, დღისით +20, +25°; ზემო აფხაზეთში ღამით +8, +13°, დღისით +22, +27°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +15, +20°, დღისით +28 +33°; მთაში ღამით +9, +14, დღისით +23, +28°; მაღალმთაში ღამით +5, +10°, დღისით +17, +22°. თბილისში_ დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +19, დღისით +31°.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)