2018-12-28 12:30:47, 2455 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა [ვიდეო]
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მოტყუებით ფულის გამოძალვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაადგინეს, რომ ბრალდებულმა ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით დაარწმუნა მოქალაქე, რომ თუკი ის $5 000-ს გადაუხდიდა, ბრალდებული მას თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე დაასაქმებდა.
უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული მოქალაქისგან თანხის (5 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) აღების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ,