|
2015-06-15 19:23:43, 421 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროში სტიქიის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე იმსჯელეს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში სტიქიის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებსა და შედეგებზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრას მინისტრი გიგლა აგულაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები, ექსპერტები და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპეციალისტებმა სტიქიის ამსახველი გრაფიკული მონაცემები წარმოადგინეს. „მდინარე ვერეს მარჯვენა ფერდობზე, სოფელ ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიასთან, წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზაზე ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესების განვითარებას. კერძოდ, მოწყდა დაახლოებით მილიონ მეტრ კუბამდე მყარი მასა, რამაც განაპირობა ღვარცოფული ნაკადის წარმოქნა, ნაკადმა დროებით ჩაკეტა მდინარე ვერეს ხეობა. ყოველივეს წინ უძღოდა უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა სეტყვისა და წვიმის სახით. შექმნილი ხანმოკლე წყალშეგუბების გარღვევას მოჰყვა მდინარე ვერეს ხეობაში წყლის დონის აწევა, ღვაროცოფული ნაკადის გავლა და ცალკეული ადგილების დატბორვა. დღეის მდგომარეობით სტიქიური პროცესის არეალში მსგავსი მასშტაბის მოვლენა არ ივარაუდება, თუმცა ადგილი ექნება პროცესების არამასშტაბურ გააქტიურებას. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ სტიქიის ზონებში მუდმივად ხდება გეოლოგიური პროცესების შეფასება და პროგნოზირება პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით“, - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში. ცნობისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფები ამჟამად დაბა წყნეთში, სოფელ ახალდაბაში, წყნეთი-ბეთანიის, წყნეთი-ახალდაბის გზებზე გააქტიურებული სტიქიის ზონებში იმყოფენიან. გეოლოგების მიერ, ადგილზე ხდება მეწყერული პროცესების შესწავლა და შედეგების დაფიქსირება. იგეგმება უსაფრთხოების ღონისძიებები, რათა საფრთხე არ შეექმნას მოსახლეობას და საავტომობილო გზებზე მოძრავ ავტომანქანებს. საშიშროების რისკის განსაზღვრა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან ინფრასტუქტურისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)