06:11 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-24 13:24:10, 2000 ნახვა

სამართალი
ზვიად გამსახურდიას ოჯახი მისი გარდაცვალების საქმეზე სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითხოვს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოჯახი მისი გარდაცვალების საქმეზე სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითხოვს, - ამის შესახემ ოჯახის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განაცხადა. 

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საქმეს ზედამხედველი პროკურორი უნდა გაუძღვეს, რომელიც ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი იქნება.

„ჩვენი მოთხოვნა ამ უნდობლობის პროცესში, რომელიც პროკურატურის მიმართ  გვაქვს უკავშირდება სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნას, არა ერთი გამომძიებელი და ერთი პროკურორი როგორიც დღეს არის ამ საქმეზე, რომლებიც, ბუნებრივია, ვერც შეძლებენ ამ საქმეზე, რომ მნიშვნელოვანი ერთდროული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარონ, რაც აუცილებელია ასეთი ტიპის საქმეზე, არამედ შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება სხვა და სხვა სპეციალიზაციის მქონე გამომძიებლებით და ეყოლება ზედამხედველი პროკურორი და ეს ზედამხედველი პროკურორი უნდა იყოს ოჯახის მიერ ნდობით აღჭურვილი პირი:, - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა. 

ცნობისთვის, პირველი პრეზიდენტის შვილებმა მთავარი პროკურატურის შენობასთან 17 დეკემბერ შიმშილობა დაიწყეს. ისინი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიებას ითხოვენ. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics