|
2018-12-19 16:35:09, 931 ნახვა
საზოგადოება
კახეთის გზატკეცილიდან ნასაგურამდე მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა
სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი ოთხკილომეტრიანი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, რეაბილიტაცია ორ ავარიულ ხიდს ჩაუტარდა და ასფალტის საფარი ჯამში, 25 000 კვადრატულ მეტრზე დაიგო, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა აწარმოა. დასრულებულ პროექტს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. დედაქალაქის მერმა მათ სამომავლო პროექტების განხორციელების დროს თანადგომა აღუთქვა. „აღნიშნული პროექტი სოფელ ნასაგურში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად განვახორციელეთ. კახეთის გზატკეცილიდან ნასაგურამდე, სადაც გადაადგილების თვალსაზრისით, ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, გზის საფარს რეაბილიტაცია დაახლოებით, ოთხ კილომეტრზე ჩაუტარდა. სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა და მოეწყო სანიაღვრე ქსელი. განხორციელდა ასევე, ორი ხიდის რეაბილიტაცია. სოფელში დაახლოებით, 400 ოჯახი ცხოვრობს. დღეიდან ისინი უკვე კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. სამგორის რაიონში არსებობს ნაგავსაყრელის პრობლემაც, რომელზეც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობთ. მომავალი წლიდან უკვე ამ პროექტის განხორციელებას დავიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. კახეთის გზატკეცილიდან ნასაგურამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. სამუშაოების დასრულებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის შეუფერხებლად გადაადგილებისთვის ალტერნატიული, დროებითი - 2.5 კმ სიგრძის გზა მოეწყო. სოფელ ნასაგურში კახა კალაძესთან ერთად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ხაბარელი იმყოფებოდნენ.
(NS)
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)