|
2018-12-19 13:25:19, 994 ნახვა
საზოგადოება
SOLO და Erti Gallery თანამშრომლობას იწყებენ
SOLO და Erti Gallery თანამშრომლობას იწყებენ, რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში გამოიფინება ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრები, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. გალერეის მიზანია ხანგრძლივი და პროდუქტიული თანამშრომლობის დამყარება როგორც ცნობილ, ასევე ახალგაზრდა, დამწყებ ხელოვანებთან, საერთაშორისო დონის კურატორებთან, სახელოვნებო ინსტიტუციებთან. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში მოეწყობა ხუთი, საქართველოს სახელოვნებო ისტორიისთვის მნიშვნელოვანი გამოფენა. ყოველი გამოფენის შემდეგ კი გამოიცემა წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები იქნებიან. ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, Erti Gallery და SOLO პროექტის მიზანია საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს, ამით კი დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. „SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. SOLO - ს სურს, დანერგოს მიდგომა, რომ ხელოვნება არის კარგი ინვესტიცია, გარდა სხვა სტანდარტული გზებისა. სწორედ ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო. ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების მიზნით სოლო ლაუნჯებში გამოიფინება“,- განაცხადა SOLO Lifestyle -ის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიქოვანმა. SOLO-სა და Erti Gallery-ს პარტნიორობით უკვე გაიმართა პირველი ღონისძიება. ხელოვნების ცნობილმა გერმანელმა კრიტიკოსმა ჰაიკე ფილბრუგემ და ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველმა არტისტმა, ლუკა ლასარეიშვილმა SOLO Education - ის ფარგლებში თანამედროვე ხელოვნებისა და ხელოვნებაში ინვესტირების თემაზე სოლოებისთვის სემინარი გამართეს. ინფორმაციისთვის: Erti Gallery დაარსდა 2015 წელს თბილისში, მისი მიზანია საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარება, ქართველი ხელოვანებისათვის სხვადასხვა სახის შესაძლებლობების შექმნა თვითგამოხატვისათვის და საერთაშორისო არტ სცენაზე რეალიზებისთვის. გალერეა აქცენტს აკეთებს ხელოვნებაზე რომლის საწყისიც ინოვაციურია, ახდენს ძლიერ ვიზუალურ და კოგნიტიურ ზეგავლენას და ეხება თანამედროვე ცნობიერების აქტუალურ საკითხებს. გალერეის პროგრამა მრავალ მედიუმს მოიცავს - ფერწერიდან დაწყებული, ფოტოგრაფიით, ვიდეო არტით და ინსტალაციებით დამთავრებული. გალერეა აქტიურად მონაწილეობს თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო პრესტიჟულ ბაზრობებზე როგორიც არის: Art Geneve, Vienna Contemporary, NADA Miami, Art Dubai, Photo Basel, Cosmoscow.
(R)
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)