23:15 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-19 12:58:45, 1116 ნახვა

საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები დედაქალაქში მცხოვრებ 16 ოჯახს დაუკანონდება

 „საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დედაქალაქში მცხოვრებ 16 ოჯახს დაუკანონდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე  განაცხადა.

„დღეს თბილისის მთავრობა 16 ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაცემის საკითხს განიხილავს. დიდი ხანია უკვე, რაც ეს პროექტი დავიწყეთ. ეს ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო და დღეს 16 ოჯახს გავაბედნიერებთ. მათგან 11 საცხოვრებელი ფართი მარუაშვილის ქუჩაზეა, ხოლო დანარჩენი ხუთი - გლდანის VII კვარტალში, მოსკოვის გამზირზე, აღმაშენებლის N189-ში, ლილოსა და საქსოვმანქანის დასახლებებში. მინდა მივულოცო ამ საცხოვრებლებში შესახლებულ ოჯახებს. ისინი აღნიშნულ მისამართებზე წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, სადაც თაობები, შვილები, შვილიშვილები გამოზარდეს და ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მერია აღნიშნულ პროექტს მომავალშიც განაგრძობს და საცხოვრებელი ფართის დაკანონების პრობლემას არაერთ ოჯახს მოუგვარებს.  

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics