|
2015-06-15 14:06:57, 342 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი სიონის საკათედრო ტაძარში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი დღეს სიონის საკათედრო ტაძარში სტიქიის დროს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო. მსახურების დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართა. პატრიარქი ტაძარში მყოფ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს მიესალმა და აღნიშნა, რომ დღეს სრულიად საქართველო გლოვობს. პანაშვიდის დასრულების შემდეგ პატრიარქი ამბიონზე აბრძანდა და ერი დალოცა. ამბიონზე პატრიარქთან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ავიდა. სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვა ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა გამო: "ამ ძნელბედობის ჟამს, თქვენ როგორც ყოველთვის გვანუგეშებთ და მომავლის იმედს გვაძლევთ. ღმერთმა გაანათლოს გარდაცვლილთა უმანკო სულები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)