|
2015-06-15 13:53:39, 364 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის მოადგილე სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელ პანაშიდს დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და აღამსრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელ პანაშიდს დაესწრო. თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილთა სულების პატივსაცემად 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სიონის საკათედრო ტაძარში პანაშვიდი გამართა, მოგვიანებით კი სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა. როგორ უწყებაში აცხადებენ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპული ტურნეს გამო ღვთისმსახურებაზე არ იმყოფებოდა. „თინათინ ხიდაშელმა ავსტრიაში, ვახაუს ფორუმზე სიტყვით გამოსვლა თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო შექმნილი ვითარების შესახებ საუბრით დაიწყო და დაღუპული თანამოქალაქეების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. გლოვის დღესთან დაკავშირებით, დღესვე, საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტერში 12:00 საათზე გლოვის ზარები დაირეკა, ასევე აღევლინა პანაშვიდი და სამშვიდობო პარაკლისი.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)