|
2018-12-12 12:10:15, 861 ნახვა
საზოგადოება
კალაძემ ინსპექციას დაავალა, ტურისტულ ზონებში ხმაურის კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრდეს
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, ტურისტულ ზონებში ხმაურის კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრდეს. როგორც მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბოლო პერიოდში კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, რომლის საფუძველზეც ხმაური რეგულირდება. მისი კონტროლი კი, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა. „სამწუხაროდ ამ მიმართულებით, სერიოზული პრობლემები გვაქვს. თბილისში ეს რეგულაცია დაცული არ არის. ტურისტულ არეალებში საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობაა. განსაკუთრებით შეწუხებულია კალაუბნის მოსახლეობა, ასევე, სერიოზულად ზარალდება ამ უბნებში განთავსებული სასტუმროები. მინდა მუნიციპალურ ინსპექციას მივმართო - ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს და დარეგულირდეს. ჩვენ რა თქმა უნდა, არავის ვერჩით - კაფეც უნდა იყოს, ბარიც, დისკო-კლუბებიც, მაგრამ ის მიდგომა, რაც ამ კონკრეტულ ლოკაციებზე ხდება მიუღებელია. გამოდგმული აქვთ დინამიკები გარეთ, ცდილობენ ერთმანეთის გადაფარვას და სრული ქაოსია. მსგავსი დამოკიდებულება არცერთ განვითარებულ ქალაქში არ არის. ამიტომ, ჩემი დავალებაა, რომ აღნიშნული პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, Google-ს რუკაზე უკვე გაჩნდა წითლად აღნიშნული არეალები, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ თბილისში, კონკრეტულ ადგილებში დარჩენა არ არის რეკომენდებული. „ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვინც გარკვეული ინვესტიციები განახორციელა, სასტუმროები ააშენა, ხალხი ყავს დასაქმებული, იმის გამო, რომ ვიღაცას გამოდგმული აქვს დინამიკები და ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მაღალ ხმაზე მოასმენინებს ხალხს მუსიკას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ამ ყველაფერს არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ არსებული მდგომარეობა უნდა მოწესრიგდეს და კანონთან შესაბამისობაში მოვიდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)