20:02 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-11 19:21:41, 1029 ნახვა

საზოგადოება
მამუკა ბახტაძემ უშგულში მცხოვრები 13 წლის გიდი გიორგი ქოჩქიანი „მთის შვილის“ წოდებით დააჯილდოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  უშგულში მცხოვრები 13 წლის გიდი, გიორგი ქოჩქიანი „მთის შვილის" წოდებით დააჯილდოვა.

სიგელი უშგულელ გიდს მთავრობის მეთაურმა დღეს „ექსპო ჯორჯიაში" მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადასცა.

მამუკა ბახტაძემ ევროპელი სტუმრის მონათხრობი გაიხსენა და აღნიშნა, რომ გიორგი ქოჩქიანი არის საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორი  პატრიოტი, ნიჭიერი და გულწრფელი თაობა იზრდება მთაში.

„ევროპიდან მყავდა სტუმარი, რომელიც ძალიან ცნობილი მეცნიერია, რომელიც ასზე მეტ ქვეყანაშია ნამყოფი და წერს ამ ქვეყნებზე წიგნებს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც მას გიდები აწვდიან. ამ ადამიანმა მითხრა, რომ სვანეთში, უშგულში არის ბიჭი, რომელიც ყველაზე საინტერესო გიდია, ვინც კი ოდესმე შემხვედრიაო. გიორგი არის საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორი თაობები იზრდებიან, როგორი პატრიოტები, ნიჭიერები და რაც მთავარია - გულწრფელები. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველო ასე უყვართ ჩვენს მეგობრებს. ჩვენი ამოცანაა, გიორგისნაირი მომავალი თაობები აუცილებლად ცხოვრობდნენ მთაში. ეს არის საუკეთესო პასუხი იმ ადამიანებისთვის ვინც ამბობს, რომ მთაში მოსახლეობის შენარჩუნება არაეფექტური ამოცანაა. საქართველოს მთა არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics