|
2018-12-11 17:49:02, 840 ნახვა
საზოგადოება
მიწის რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მისიის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მისიის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მისიის წარმომადგენლებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ივანე ცარციძე და მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის მენეჯერი ელენე გრიგოლია შეხვდნენ. შეხვედრაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პროექტში ჩართული მუნიციპალიტეტებისა და კერძო კომპანიები წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამუშაო შეხვედრაზე ელენე გრიგოლიამ საპილოტო არეალებზე დასრულებულ და მიმდინარე საველე სამუშაოებზე, სარეგისტრაციო დოკუმენტების მოძიება-სისტემატიზაციაზე, ხარისხის კონტროლის პროცედურებზე, დაინტერესებული მხარეების ინფორმირებაზე და საპილოტო პროექტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ისაუბრა. "დღეს პროექტში ჩართულ მხარეებს პროექტის შუალედური შედეგები გავაცანით და მიწების სისტემური რეგისტრაციის მთელი ქვეყნის მასშტაბით განზოგადების ხედვა განვიხილეთ. ასევე, მოვისმინეთ ის რეკომენდაციები, რაც რეგისტრაციის სტრატეგიისა და საკანონმდებლო აქტების შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ელენე გრიგოლიამ. სამუშაო შეხვედრაზე პროექტის მონიტორინგისა და შეფასების გეგმა და პროექტის საბაზისო კვლევის შედეგებიც იქნა წარმოდგენილი. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა პროექტის პრიორიტეტებზე, სამომავლო გეგმებზე და საჭირო რესურსებზე იმსჯელეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)