|
2018-12-08 16:34:30, 1707 ნახვა
საზოგადოება
IBSU-ს პირველკურსელების მიღებაზე შეზღუდვა მოეხსნა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს პირველკურსელების მიღებასთან დაკავშირებული შეზღუდვა მოეხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ცოტა ხნის წინ მიიღო. უნივერსიტეტის რექტორის ილიას ჩილოღლუს განცხადებით, საბჭომ მათი მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა და უნივერსიტეტისთვის მინიჭებული 6-წლიანი ავტორიზაცია ძალაში დატოვა. შეგახსენებთ, რომ ავტორიზაციის საბჭომ 20 აგვისტოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ახალი სტუდენტების მიღება 1 წლით შეუზღუდა. რის მიზეზადაც სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანება დაასახელა. 26 აგვისტოს IBSU-მ სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება, 735 ათას ლარი გადაიხადა. 15 ოქტომბერს კი განათლების ხარიხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან არსებულმა სააპელაციო საბჭომ, IBSU საკითხი ავტორიზაციის საბჭოს განსახილველად ხელახლა დაუბრუნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)