18:42 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-06 19:16:32, 1749 ნახვა

კომენტარი
კარლ ჰარცელი - სალომე ზურაბიშვილის გზავნილებს ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ

სალომე ზურაბიშვილის გზავნილებს ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ახლადარჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ზურაბიშვილს აქვს კარგი პოზიცია, რაც ეროვნულ შერიგებას და სხვა სამომავლო ხედვებს უკავშირდება.

„მქონდა შესაძლებლობა, მეორე ტურის შემდეგ პირველად შევხვედროდი სალომე ზურაბიშვილს და პირადად მიმელოცა მისთვის. ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ინაუგურაციაზე. არჩეულ პრეზიდენტს აქვს კარგი პოზიცია, რაც ეროვნულ შერიგებას და სხვა სამომავლო ხედვებს უკავშირდება. ამ გზავნილებს ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics