16:20 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-06 16:10:25, 1280 ნახვა

საზოგადოება
ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს [ვიდეო]

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს.

დილიდან პოლიტიკოსის სამოქალაქო პანაშვიდი ვერის სასაფლაოზე მდებარე წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიაში მიმდინაროებდა. რურუების ოჯახს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიუსამძიმრეს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა რურუა 4 დეკემბერს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

ნიკა რურუა 1968 წლის 17 მარტს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის ტელესარეჟისორო ფაკულტეტი; ჯორჯიის სახელმწიფო სამართალმცოდნეობის სკოლა(ატლანტა, აშშ). 2000 წელს იყო ატლანტის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2000-2001წწ. ჯორჯიის ნატურალური რესურსების დაცვის დეპარტამენტის იურისტი(აშშ); 2004-2008წწ. გაზეთ "24 საათის" იურიდიული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 2009-2012წწ. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. არის ავტორი სტატიების კრებულისა "თავისუფლების კანონი". იგი ასევე იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2008). მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics