16:20 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-05 21:49:41, 1453 ნახვა

საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა რურუას ოჯახს პირადად მიუსამძიმრა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა რურუას ოჯახს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პირადად მიუსამძიმრა.

„მე ნიკოლოზს ვიცნობ არა ერთი ათეული წელია, ახალგაზრდობიდან. ძალიან გული დამწყდა მისი წასვლის გამო. ჩვენი ცხოვრების გზები გაიყარა, პოლიტიკურადაც სხვადასხვა გუნდში აღმოვჩნდით, მაგრამ როდესაც ადამიანი მიდის, პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა აქტუალობას კარგავს. ამიტომ, მინდა მთელი გულით მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ ასაკში წავიდა ამქვეყნიდან“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ზანდუკელის ქუჩაზე, სადაც ნიკა რურუა ცხოვრობდა, დილიდან ხალხმრავლობაა. პოლიტიკოსის ოჯახს მისი მხარდამჭერები, ახლობლები და მეგობრები უსამძიმრებენ. ნიკა რურუას ხვალ დაკრძალავენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics