|
2018-12-04 18:42:57, 1192 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ქობულია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილიამსს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილიამსს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე. „ჩვენ ძალიან ოპტიმისტური გეგმები გვაქვს ამ საკითხის მიმართ. უკვე მიმდინარეობს მუშაობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად შეთანხმებაზე მუშაობა ჩვენ უკვე ძალიან დაგვეხმარება, რომ ამერიკიდან მოვიზიდოთ დამატებით ინვესტიციები და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თანამშრომლობა სატრანსპორტო საშუალებებისა და ლოგისტიკის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებში, აგრეთვე მასობრივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების კუთხით. ხაზი გაესვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ვიზიტს აშშ-ში 28-30 ნოემბერს, რომლის დროსაც გამართულ შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობის გაფართოების აუცილებლობა და ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დიალოგის დაწყების შესაძლებლობა იყო. გენადი არველაძე შეხვდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის სხვადასხვა კომიტეტების მრჩევლებს საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის (USTR) თანაშემწეებს ეკონომიკური პოლიტიკის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის, და შრომის საკითხებში. „ძალიან კარგი პირველი შეხვედრა მქონდა მინისტრ გიორგი ქობულიასთან. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებზე და განვიხილეთ ბოლო წლების განმავლობაში აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ის საქმიანობები, რომლებიც ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას ემსახურებოდა. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებისა და უახლოეს მომავალში ვაჭრობის გაძლიერების გზებზე“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილიამსმა შეხვედრის შემდეგ. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
(NS)
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)