16:20 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-04 17:08:23, 4681 ნახვა

საზოგადოება
ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს [LIVE]

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ზანდუკელის N21-ში ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამასთან, ადგილზე ნიკა რურუას მეგობრები, მხარდამჭერები და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან.

ნიკა რურუა 1968 წლის 17 მარტს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის ტელესარეჟისორო ფაკულტეტი; ჯორჯიის სახელმწიფო სამართალმცოდნეობის სკოლა(ატლანტა, აშშ).

2000 წელს იყო ატლანტის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2000-2001წწ. ჯორჯიის ნატურალური რესურსების დაცვის დეპარტამენტის იურისტი(აშშ); 2004-2008წწ. გაზეთ "24 საათის" იურიდიული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 2009-2012წწ. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. არის ავტორი სტატიების კრებულისა "თავისუფლების კანონი".

იგი ასევე იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2008). მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics