20:20 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-04 15:17:51, 1649 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე ზურაბიშვილზე: ამ ადამიანსაც კი აყენებენ შეურაცხყოფას, დასაწყისშივე პირში ჩვარს უდებენ, რომ ხმა არ ამოიღოს

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების შემცირების საკითხს ეხმაურება.

ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა პრეზიდენტის ინსტიტუტი დააკნინოს.  

„ყველაფერს აკეთებს ეს ე.წ, ხელისუფლება, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დააკნინოს და რაც ყველაზე საინტერესოა, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ამ პოსტზე. მთავარია, რომ სახელმწიფოში არ იყოს კონტროლისა და ბალანსის არცერთი მექანიზმი, რომ არც ერთმა თანამდებობის პირმა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამტკიცებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ეს ქალბატონი აირჩიეს, რასაც ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით. მაგრამ ამ ადამიანსაც კი აყენებენ შეურაცხყოფას, დასაწყისშივე ადებენ არტახებს და პირში ჩვარს უჩურთავენ, რომ არ გაბედოს და ხმა არ ამოიღოს", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

ცნობისთვის, 2019 წლის ბიუჯეტით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით მცირდება, რაც არსებული ბიუჯეტის დაახლოებით 40 %-ია. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics