|
2018-12-04 15:13:31, 1618 ნახვა
ეკონომიკა
მიქაბაძე - მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებამ უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ კომენტარი გააკეთა „საქსტატის" მიერ 2018 წლის მესამე კვარტლის ბიზნეს სექტორის სტატისტიკური მაჩვენებლების შესახებ. 2018 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.3%-ით გაიზარდა და 21.8 მლრდ. ლარი შეადგინა. მათგან მსხვილი საწარმოების ბრუნვა გაიზარდა 26.0 პროცენტით, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 11.2 პროცენტით გაიზარდა. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს უჭირავს, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური ტენდენციები 2018 წლის III კვარტალშიც ნარჩუნდება და ბიზნეს სექტორის ბრუნვის, გამოშვების და დასაქმების ზრდა ფიქსირდება. „საქსტატის" თანახმად, ბიზნეს სექტორის მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილით გამოირჩევიან ვაჭრობის (ზრდა 6.3%), სასტუმროსა და რესტორნების (ზრდა 9%), ტრანსპორტირების და დასაწყობების (ზრდა 4.6%) და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების (ზრდა 13.9%) სექტორები. საქმიანობის სახეების მიხედვით ბრუნვა გაზრდილია თითქმის ყველა სექტორში. ბიზნეს სექტორის ბრუნვის ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი ხელოვნების, გართობის და დასვენების (ზრდა 136.6%.) და ვაჭრობის (ზრდა 12%) სექტორებმა შეიტანეს. ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში შეინიშნება გამოშვების ზრდაც. გამოშვების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი ტრანსპორტირებისა და დასაწყობების (ზრდა 11.7%), ხელოვნება, გართობა და დასვენების (ზრდა 41.9%) და ვაჭრობის (ზრდა 5.6%) სექტორებმა შეიტანეს. აღნიშნულ პერიოდში ბიზნეს სექტორის გამოშვება 10.7 მლრდ. ლარს გაუტოლდა, რაც 5.6%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვება კი 9.8 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში გამოშვების ზრდა გამოწვეულია აღნიშნულ მომსახურებაზე გაზრდილი მოთხოვნით, ახალი საწარმოების ამოქმედებითა და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მატებით. მისი თქმით, ასევე გასათვალისწინებელია, რომ ვაჭრობის სექტორში გამოშვების ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მსხვილი საწარმოების ქსელის გაფართოება და ახალი საწარმოების ამოქმედება განიხილება. „საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბიზნეს სექტორის განვითარებასა და დასაქმების ზრდას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების და ინოვაციების წახალისების მიმართულებით. „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით გადადგმულმა ნაბიჯებმა უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები, რაზეც მცირე და საშუალო ბიზნესის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები მიანიშნებს. შესაბამისად, აღნიშნული სექტორის კონკურენტუნარიანობა იზრდება“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
(NS)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)