|
2015-06-14 20:31:58, 382 ნახვა
საზოგადოება
პოლონეთში საქართველოს დასახმარებლად აუქციონი გაიმართება
პოლონელი ბიზნესმენი, ვარშავაში პოპულარული რესტორნის მფლობელი და საქართველოს ძველი მეგობარი, მარიუშ არტურ ნაპორა, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მეგობრებს და საზოგადო მოღვაწეებს თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო აუქციონის ჩატარებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „დღეს შევიტყვე თბილისში (საქართველო) მომხდარი წყალდიდობის შესახებ. ხალხი დაიღუპა.., საქართველოს, რომელიც ისედაც არ გახლავთ მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანა, უდიდესი მატერიალური ზარალი მიადგა. რა ვითარებაშიც არ უნდა ვიყოთ, მოდით დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს სჭირდება, იმ მცირე შესაძლებლობებით, რაც გაგვაჩნია". იგი მეგობრებს მიმართავს, რომ აუქციონზე რაიმე ღირებული ნივთების გამოიტანონ, ხოლო შემოსული თანხები, პოლონეთში საქართველოს ელჩს ოფიციალურად გადაეცემა, თბილისში დაზარალებულთათვის გასაგზავნად. ამ მიზნით, მარიუშ არტურ ნაპორა, საკუთარ რესტორანში სპეციალური ქართული საქველმოქმედო საღამოს გამართვის ინიციატივით გამოდის. „თბილისში მე ჩემი გული დავტოვე (სამუდამოდ)" - აცხადებს პოლონელი ბიზნესმენი. ცნობისთვის, წუხელ, ძლიერი წვიმის შედეგად, დედაქალაქის რამოდენიმე ქუჩა დაიტბორა. გმირთა მოედნიდან ე.წ. მშრალ ხიდამდე გზის საფარი დაზიანდა. მძიმე ვითარებაა ვაკისა და საბურთალოს რაიონებში, მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადიდებულმა მდინარე ვერემ ვაკე-საბურთალოს ახალი გზა სრულად დატბორა. დაიტბორა ასევე ზოოპარკის ტერიტორია, წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწვა მეწყერი. სტიქიის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 12 ადამიანია დაღუპული. მათ შორის არიან მაშველები.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)