08:27 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-20 14:01:31, 1458 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ვალის ჩამოწერის ინიციატივა შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ მთავრობის ინიციატივა, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერას ეხება, სამართალდამცავი ორგანოების შესწავლას საჭიროებს.

ომბუდსმენის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ როგორ ანაზღაურდება საბანკო დავალიანება, თუმცა მთავრობის ინიციატივაში კითხვის ნიშნებს ხედავს.

„ეს საკითხი ვფიქრობ, რომ ნამდვილად იმსახურებს შესწავლას. მოგეხსენებათ, ამომრჩევლის მოსყიდვა გულისხმობს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, მისი წარმომადგენლის, საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ნებისმიერი ფორმით გაღებულ ფინანსურ რესურსებს ამომრჩევლებისთვის. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ ქმედებაში ნამდვილად ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები. მე არ მაქვს სრული წარმოდგენა და ინფორმაცია, თუ როგორ მოხდება ტექნიკურად ამ ვალების ანაზღაურება. თუკი მასში კერძო პირები იქნებიან ჩართულნი და ისინი კავშირში არიან კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან, მაშინ ვფიქრობ, რომ აღნიშნული შემთხვევა იმსახურებს შესწავლას, მათ შორის, სამართალადამცავი ორგანოების, თუ საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან“, - განაცხადა ლომჯარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics