|
2018-11-17 14:43:21, 1208 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკომ მსოფლიო დღენაკლულთა დღესთან დაკავშირებული კონფერენცია გახსნა
მსოფლიო დღენაკლულთა დღესთან დაკავშირებული კონფერენცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა. მან გატარებული რეფორმის შედეგად, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების ტენდენციაზე გააკეთა აქცენტი. „დღეს იმართება მორიგი ყოველწლიური ანგარიში იმ რეფორმის შესახებ, რაც საქართველოში ორი წლის წინ დაიწყო. სპეციალისტების ენაზე ამას რეგიონალიზაცია ჰქვია, მარტივი განმარტებით კი, ეს არის მთელი საქართველოს მასშტაბით დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების შეფასება, საჭიროების განსაზღვრა და სწორი მიმართვა ორსულებისა და ბავშვებისათვის. უკვე ამან მოგვცა მკაფიო პოზიტიური შედეგი. საბედნიეროდ, ის ტენდენცია, რომელიც იყო დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კლებაზე, უკვე გამოკვეთილი არის, რაც ნიშნავს, რომ ცალსახად სწორი გზით მივდივართ. დღევანდელი კონფერენციაც მოგვცემს ახალ ხედვას იმაზე, თუ შემდგომში როგორ გავაგრძელოთ ამ რეფორმის გზით სიარული,“ - აღნიშნა დავით სერგეენკომ. გატარებული ღონისძიებების შედეგად, შემცირდა დედათა სიკვდილობა, აღინიშნა მკვდრადშობადობის კლების ტენდენცია, მცირდება ნეონატალური სიკვდილობა, საკეისრო კვეთების რაოდენობა, სახეზეა პირველადი საკეისრო კვეთების კლების ტენდენცია და შემცირებულია ნეონატალური ტრანსპორტირების ინდექსი. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა ნაადრევ მშობიარობათა გამომწვევ მიზეზებზე იმსჯელა და დღენაკლულ ახალშობილთა სიკვდილიანობა-ავადობის შემცირებისთვის, ხარისხიანი მომსახურების მიწოდების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმის შედეგად დადებითი ტენდენციების, სამომავლო მიზნებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ. შეხვედრას დღენაკლულ ბავშვთა მშობლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების, სამეანო და ნეონატალური სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, დღენაკლულია ახალშობილი, რომელიც ნაადრევად - ორსულობის 37 კვირის ვადამდე იბადება. ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში ყოველი 10 ახალშობილიდან ერთზე მეტი დღენაკლულია. მსოფლიო დღენაკლულთა დღე 2011 წლიდან აღინიშნება და მიზნად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს.
(NS)
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)