|
2015-06-14 07:44:13, 360 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: ზარალი საკმაოდ სოლიდურია
პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, სტიქიის შედეგად დედაქალაქს დიდი ზარალი მიადგა. როგორც მან ჟურნალისტებს საგანგებო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოები დღესვე დაიწყება და ყველა დაზარალებულ ოჯახს დახმარებას აღმოუჩენენ. მან ყველა უწყებასა და სამსახურს დაავალა, სამუშაო ჯგუფები შექმნან, რომლებიც ამ საკითხებზე იმუშავებენ. „ზარალი საკმაოდ დიდია და დროს მოითხოვს, რომ აღდგენითი სამუშაოები ჩატარდეს. სარეაბილიტაცო სამუშაოებს დღესვე დავიწყებთ“, – აღნიშნა პრემიერმა. ამასთან, მან მოსახლეობას მოუწოდა, დედაქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, რადგან ზოოპარკიდან ცხოველები არიან გამოპარულები. რაც შეეხება, გადაადგილების მარშრუტებს, პრემიერის თქმით, ამის შესახებ იფორმაციას საპატრულო პოლიცია გამოაქვეყნებს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)