23:01 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 10:05:10, 1662 ნახვა

ეკონომიკა
ლოს-ანჯელესში ქვევრის ღვინო წარადგინეს

ქვევრის ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიები აშშ-ში, ქალაქ ლოს-ანჯელესში  ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში ,,RAW Wine" (The Artisan Wine Fair) მონაწილეობდენ.

გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი). ,,RAW Wine" ლოს-ანჯელესში მეორედ იმართება და მასში 100-ზე მეტი მწარმოებელი მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გამოფენაზე ქართული ღვინო გასულ წელსაც იყო წარმოდგენილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში მონაწილეობდნენ: „გოცას საოჯახო მეღვინეობა", „ტიბაანი", „მეღვინეობა ართანა", „ღვინის ქურდები", „ახმეტის ღვინის სახლი" და „ნიკალას მარანი". გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ქვევრის ღვინო, გაცნობოდნენ მისი  დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას. აღნიშნული კომპანიები ასევე მონაწილეობდნენ ნოემბრის დასაწყისში ქალაქ ნიუ-იორკში გამარულ  ამავე ფორმატის გამოფენაზე  ,,RAW Wine NY.

,,RAW Wine" ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან.

ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზაზრე, აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენით იზრდება ქვევრის ღვინის ცნობადობა, რაც იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და  ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 400 ათასამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics