|
2018-11-12 16:22:57, 1267 ნახვა
საზოგადოება
„მოვითხოვ, ივანიშვილმა დასაჯოს ეს მხეცები“ – საპროტესტო აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან
„მკვლელი სოსო გოგაშვილი - სისტემამ მოკლა თემირლანი“ - ამ ლოზუნგით „ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ გოგაშვილის პასუხისგებაში მიცემაა. სპეცოპერაცისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ დანაშაული უნდა აღიაროს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდა. „პასუხი უნდა გასცეთ, უნდა დაისაჯოთ იმ დანაშაულისთვის რაც მე და ზაზას გაგვიკეთეთ. თქვენ ძალიან ხართ დაშინებულები, როგორც იმ 26 დეკემბრის ღამეს, როცა თემირლანი მომიკალით, უნდა აგოთ პასუხი, არაადამიანებო, სისტემამ უნდა აგოს პასუხი. ეს დღეს იწყება პანკისის ხეობიდან. დღეიდან ეს მიიღებს სულ სხვა ფორმებს და მოვითხოვ ამ „ოცნების“ გუნდის თავმჯდომარეს, დასაჯე ეს ყველა მხეცი, ვინც ჩაატარა პანკისის ხეობაში ეს ტერორისტული აქტი, ვინც დახვრიტა მძინარე ბავშვი, ვინც დამაყაჩაღა, თქვენ დღეს ისე იქცევით, როგორც იმ ღამეს იქცეოდა სპეცრაზმელთა ხროვა, როგორც ისინი იყვნენ პანიკაში, როგორც ისინი იქცეოდნენ არაადამიანურად, მხეცურად, დღეს თქვენ იმეორებთ ამას, ამას თქვენ არ გაპატიებთ, არც მე, არც ჩემი ერი და არც ქართველი ერი. ეს განცხადება დაიმახსოვრეთ, ამას თქვენ არ გაპატიებთ“, - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა. აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი იყო შეკრებილი, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის დედა და ბებია. ადგილზე იმყოფებოდა ზაზა სარალიძეც.
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)