|
2018-11-09 21:23:22, 1117 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების გახსნას დაესწრო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების გახსნის ღონისძიებას დაესწრო, რომელიც თბილისში, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით იმართება. აღნიშნული გათამაშება საქართველოს პარასპორტის ისტორიაში უმაღლესი რანგის შეჯიბრია და ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშებისთვის პირველ სარეიტინგო ტურნირს წარმოადგენს. კახა კალაძემ გათამაშების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებული ასპარეზობა უსურვა. „პარასპორტი პირადად ჩემთვის ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები. ჩვენ ყველას განსხვავებული უნარები გვაქვს. წარმატება იმით იზომება, რამდენად სრულყოფილად იყენებს ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებს და არა იმით, თუ რა პოტენციალი გააჩნია მას. საბედნიეროდ, ძალიან ბევრი წარმატებული პარასპორტსმენი გვყავს, რომლებიც წლებია, სხვადასხვა სახეობაში ასპარეზობენ. სახელმწიფოს მხრიდან პარასპორტის განვითარებაზე ზრუნვისა და ხელშეწყობის ერთ-ერთი მაგალითი თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრია, რომელიც თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, 2013 წლიდან ამოქმედდა. ეს არის სრულად ადაპტირებული პარასპორტული არენა არამარტო საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პარასპორტის განვითარებას თბილისის მერია ყოველთვის შეუწყობს ხელს და მომავალში, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვან პროექტებსაც განახორციელებს. „ჩვენი მიზანია, პარასპორტი და პარაოლიმპიური მოძრაობა საქართველოში კიდევ უფრო განვითარდეს და პარასპორტსმენების მონაწილებით, მრავალი წარმატების მოწმენი გავხდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები იყვნენ რეალიზებული და საკუთარი სათქმელი, ღირებულებები, იდეები თავიანთი საქმიანობით ფართო საზოგადოებამდე მიიტანონ, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. პირადად მე, როგორც დედაქალაქის მერი, როგორც ყოფილი სპორტსმენი, მზად ვარ, პარასპორტსმენებს და ზოგადად, განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, ყოველთვის გვერდით დავუდგე. ჩვენი ეს პრიორიტეტი მალე დედაქალაქსაც დაეტყობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა. ტურნირის გახსნის ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, ოლიმპიური კომიტეტის, სპორტული ფედერაციების, ბიზნესსექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტურნირზე პარაფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონი ირმა ხეცურიანი იასპარეზებს. მსოფლიო თასის გათამაშება 11 ნოემბერს, პარასპორტსმენების დაჯილდოებით დასრულდება.
(NS)
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)