17:41 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 09:18:57, 873 ნახვა

საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში ყვავილების გამოფენა გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ყვავილების გამოფენა გაიმართა, რომელიც ორდღიანია და 4 ნოემბერსაც გაგრძელდება. მასზე წარმოდგენილი იყო ქრიზანთემებისა და გეორგინების სხვადასხვა სახეობები, ასევე, შემოდგომის ყვავილები და კომპოზიციები.

გამოფენაზე მისულმა სტუმრებმა დაათვალიერეს, როგორც ბოტანიკური ბაღის კოლექცია, ასევე, იმ მსხვილი კომპანიებისა და სათბურების პროდუქცია, რომლებიც თბილისში არსებულ ყვავილების მაღაზიებსა და სალონებს ამარაგებენ.

მნახველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეეძინათ მათთვის საინტერესო მცენარეები და კომპოზიციები.

როგორც ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ აღნიშნა, გამოფენა წელს უკვე მეორედ ტარდება და ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება.

„ყვავილების გამოფენა, რომელიც ყოველ შემოდგომაზე იმართება, უკვე ტრადიციად იქცა. გვიხარია, რომ საზოგადოების გამოხმაურება საკმაოდ დიდია. გამოფენის მიზანი იყო, პოპულარიზაცია გაგვეწია შემოდგომის ყვავილებისა და სხვადასხვა კოლექციებისთვის. დღეს, წარმოვადგინეთ 95-მდე ჯიშის ქრიზანთემა, რომლებიც ქრიზანთემების ჯიშთა შორის საკმაოდ დიდი მრავალფეროვნებაა. ბოტანიკურ ბაღში ქრიზანთემების დაახლოებით 150-მდე ჯიშია, მაგრამ დროის ამ მონაკვეთში, მოყვავილე მხოლოდ აქ გამოფენილი ჯიშები გახლავთ. ასევე, გვაქვს 20-მდე ჯიშის გიორგინა. გამოფენაზე სხვა ორგანიზაციებსაც მივეცით საშუალება, წარმოედგინათ თავიანთი მოყვავილე მცენარეეები. ფესტივალებისა და გამოფენების ტრადიციას კვლავაც გავაგრძელებთ და ბოტანიკური ბაღის სტუმრებს მუდამ ექნებათ შესაძლებლობა, ისიამოვნონ ჩვენს საგამოფენო სივრცეში გამართული სხვადასხვა მრავალფეროვანი ღონისძიებებით“, - აღნიშნა თამაზ დარჩიძემ.

ყვავილების გამოფენა სადღესასწაულო სივრცეში (Event Square) გაიმართა. 4 ნოემბერს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, ბოტანიკურ ბაღში მისულ დამთვალიერებელს ყვავილების გამოფენის ნახვის შესაძლებლობა ისევ ექნება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics