17:41 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-03 17:44:52, 1350 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო: გარკვეული ძალები ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებში ჩართონ ეკლესია - ილია II-ს არანაირი „დაფარული მეუფე“ არ ჰყავს

„გარკვეული ძალები ძალიან ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებში ჩართონ ეკლესია და ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერად წარმოაჩინონ“, - ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

ამ განცხადებით საპატრიარქო სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წერილი კათოლიკოს-პატრიარქს არ ეკუთვნის.

"სოციალურ ქსელში ვრცელდება წერილი ასეთი სათაურით: ,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა ,,ქართული ოცნებისადმი,-“ სადაც ჩამოთვლილია ხელისუფლებისადმი გარკვეული მოთხოვნები და ამასთან, ნათქვამია, რომ თურმე არსებობს ვინმე ,,დაფარული მეუფე“ – მოძრაობა ,,ძლევაი საკვირველის“ დამფუძნებელი, რომელმაც საჯაროდ უნდა განაცხადოს კათოლიკოს-პატრიარქის პოზიცია. განვმარტავთ, რომ მის უწმინდესობას არანაირი ,,დაფარული მეუფე“ არ ჰყავს, არც მოძრაობა ,,ძლევაი საკვირველი“ არის ეკლესიასთან დაკავშირებული და არც აღნიშნული წერილი ეკუთვნის კათოლიკოს-პატრიარქს. მისი შემდგენლები არიან ტყუილის გამავრცელებელნი და სიცრუის მსახურნი. საერთოდ, გარკვეული ძალები ძალიან ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებში ჩართონ ეკლესია და ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერად წარმოაჩინონ იგი. ხშირია შემთხვევები, როცა ამ მიზნის მისაღწევად მანიპულირებენ ამა თუ იმ სასულიერო პირის განცხადებითაც. ვინაიდან ეკლესია ერის გამაერთიანებელი ძალაა, ეს სამწუხარო მოვლენები წარმოადგენს ქვეყნის გახლეჩვის მცდელობას; ამიტომაც ყველა მღვდელმთავარს და მოძღვარს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისაგან. შევნიშნავთ იმასაც, რომ ვისაც სოციალური ქსელით კათოლიკოს-პატრიარქის ან საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია სურს გაიგოს, მასალები უნდა მოიძიოს საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე", - აღნიშნულია განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics