17:41 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-03 15:07:47, 1074 ნახვა

საზოგადოება
„საქნახშირის“ გენერალური დირექტორი - ტყიბულში აქცია დასრულდა, პრობლემები მოგვრებულია

კომპანია "საქნახშირის“ გენერალური დირექტორის ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, ტყიბულში მეშახტეების აქცია დასრულებულია.

ჯაყელის განმარტებით, მეშახტეებთან შეთანხმება მიღწეულია.

„გუშინ საღამოსვე შეწყდა საპროტესტო აქცია. დღეს თავად მეშახტეების მცირე ჯგუფი შეიკრიბა ადგილზე და განუმარტეს დანარჩენებს საკითხი. მეშახტეების მხრიდან ორი ძირითადი მოთხოვნა იყო – ერთი ხელფასების გაცემა, სანამ საბოლოო დასკვნა დაიდება ექსპერტების მხრიდან და ამის შემდეგ გამოვლინდება საშიში უბნები. იმ უბნებზე, რომელიც შედარებით უსაფრთხო იქნება, მუშაობა დეკემბერში განახლდება. ასე რომ, ორივე პრობლემა მოგვარებულია და შეთანხმებულია. ჩვენი ორივე მოთხოვნა იყო შესრულებული. გუშინვე გამოვიდა ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრი და თქვა, რომ ორივე საკითხი მოგვარებულია. ამიტომ, შახტთან დაკავშირებით ჩვენ არავითარი პრობლემა აღარ დაგვრჩა. იყო ხელფასის პრობლემა, რაც გადაწყვეტილია და მუშაობის პრობლემა – ესეც გადაწყვეტილია“, – განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია 2 ნოემბერს, ტყიბულში, გამგეობის შენობასთან გაიმართა. მეშახტეები სამუშაო პროცესის განახლებასა და შახტებში ჩასვლას ითხოვდნენ. 

 

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics