|
2015-01-21 11:05:22, 3467 ნახვა
კომენტარი
გია ცაგარეიშვილი: იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, მისი შვილის საშინელ მკვლელობასთან პირდაპირ კავშირშია
იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, მისი შვილის საშინელ მკვლელობასთან პირდაპირ კავშირშია,-ამის შესახებ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა გია ცაგარეიშვილმა იური ვაზაგშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტთნ დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ საქმეს მალე გამოიძიებენ, მისთვის არადამაჯერებელია, რადგან ცაგარეიშვილის განმარტებით, ასეთ ოპტიმისტურ შეფასებებს წლებია ისმენენ, თუმცა საქმეები კვლავ გამოუძიებელია. „ეს მკვლელობა, რა თქმა უნდა, არის პირდაპირ კავშირში იური ვაზაგაშვილის შვილის საშინელ მკვლელობასთან, რომელიც რამდენიმე წლის უკან იყო სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩადენილი. დღეს ჩვენ მოვისმინეთ რაღაც ოპტიმისტური შეფასებები, რომ საქმეს გამოიძიებენ. ასეთ ოპტიმისტურ განცხადებებს უკვე ვისმენ სამი წლის მანძილზე, მაგრამ ძალიან ბევრი საქმე მკვდარი წერტილიდან ვერ დაიძრა", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ იური ვაზაგაშვილი მისი შვილის საფლავზე აფეთქდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცხედარს ამწუთებში ექსპერტიზა უტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)