|
2018-10-31 18:34:11, 1081 ნახვა
საზოგადოება
აღსრულების ხარისხის მიხედვით საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა
მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო კორპორაციის (IFC) კვლევის - ,,Doing Business 2019"-ის თანახმად, აღსრულების ხარისხით მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის საქართველო მე-8 ადგილზეა. ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს ქვეყანაში ხელშეკრულებების აღსრულების მაჩვენებლის გამოთვლა წარმოადგენს. აღსრულების რეიტინგის მაჩვენებლის დაწინაურება კი მნიშვნელოვნად დაკავშირებულია სააღსრულებო სისტემის გამართულობაზე. მსოფლიო ბანკის მიერ რეიტინგის გამოთვლის კომპონენტებს სასამართლო გადაწყვეტილებების დროული, ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე აღსრულება წარმოადგენს, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციაცაა. ხელშეკრულების აღსრულების გამარტივების მიმართულებით საქართველომ შემოიღო სასამართლო საქმეებზე მოსამართლეთა შემთხვევითი შერჩევის და ავტომატური დანიშვნის მექანიზმი, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. აღნიშნულმა გააუმჯობესა სასამართლო პროცესების ხარისხის ინდექსი და 18 ქულიანი შკალაზე 12.5-დან 13.0-მდე გაუმჯობესდა. საქართველოს მთავრობამ უკვე განახორციელა და კვლავ აგრძელებს რეფორმებს, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქართველოს პოზიციას მსოფლიო ბანკის მომდევნო წლების რეიტინგში. დაგეგმილია ფართომასშტაბიანი რეფორმები გადახდისუუნარობის კანონმდებლობის რეფორმის მიმართულებით. ამავდროულად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართულობით, მუშაობს ახალ სააღსრულებო კოდექსზე. ახალი პროექტით, მთლიანად იცვლება სააღსრულებო სისტემა. ქვეყანა შერეული მოდელიდან ერთიან სააღსრულებო სისტემაზე გადავა. აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგს კი აღმასრულებელთა პალატა გაუწევს. მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმები კი საფუძველია მომავალი წლებისთვის აღსრულებისა და გადახდისუუნარობის პროცესების ხარისხის ზრდისა და თანამედროვე ევროპულ სტანდარტთან გათანაბრებისთვის. წარმატებულია გადახდისუუნარობის პროცესის მართვის მაჩვენებელიც. მსოფლიო მასშტაბით, საქართველომ გადახდისუუნარობის კომპონენტში მე-60 ადგილზეა. მაჩვენებლის გაუმჯობესების საფუძველს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიდგომა და ეფექტური მუშაობა წარმოადგენს. არსებული სერვისების დახვეწისა და რიგი სერვისების დამატების შედეგად, გამარტივდა კრედიტორისა და მოვალისთვის გადახდისუუნარობის პროცესი. მოვალისათვის გაიზარდა რეაბილიტაციის შესაძლებლობა, გადახდისუუნარობის სერვისის ხელმისაწვდომობა.
(NS)
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)