06:24 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-30 12:55:44, 1170 ნახვა

კომენტარი
ეკა ბესელია: ზურაბიშვილთან მქონდა კომუნიკაცია - მეორე ტურისთვის ემზადება

„ქალბატონ, სალომე ზურაბიშვილთან გუშინ მქონდა კომუნიკაცია. ვიცი, რომ ის მეორე ტურისთვის ძალიან აქტიურად ემზადება, ისევე როგორც ვემზადებით ჩვენ“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, მმართველი გუნდი კომპლექსური ცვლილებებისთვის ემზადება.

"ახლა პარტია არა მხოლოდ ფრაგმენტულ, არამედ კომპლექსურ ცვლილებებზე საუბრობს. ეს ძალიან კარგად დასანახი იქნება მოგვიანებით და ეს იქნება ყველა მიმართულებით. კერძოდ, მენეჯმენტის, მართვის, ადამიანური რესურსის, იმ ადამიანების მეტად ჩართვით, ვინც მოიტანა ეს გამარჯვება 2012 წელს. ასევე, საჭირო იქნება ძალიან კომპლექსური ცვლილებები“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი მედიასთან პირველ კომენტარს დღეს, 20:00 საათზე გააკეთებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics