14:57 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-29 12:30:20, 864 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ „ღია ბანკინგის“ განვითარების ხელშეწყობის მიზნით, Fuckup Nights Tbilisi გაიმართა

 „საქართველოს ბანკის“ Fintech პლატფორმის მხარდაჭერით რიგით მეექვსე Fuckup Nights Tbilisi გაიმართა.

ღონისძიება ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ძალიან აქტუალურ და საინტერესო სფეროს- ფინანსური ტექნოლოგიების წარმოადგენლებსა და მათ პროფესიული მარცხის ისტორიებს დაეთმო. ღონისძიებაზე 4-მა სპიკერმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა კარიერის განმავლობაში დაშვებული შეცდომები. Fuckup Nights-ის მიზანიც სწორედ ისაა, რომ სხვისი შეცდომები, პროფესიული მარცხი განსხვავებული კუთხით წარმოაჩინოს და მის მონაწილეებს დაანახოს, რომ მარცხი ცოდნის ნაწილი და ღირებული გამოცდილებაა, რომელზეც ღირს ხმამაღლა საუბარი.

Fuckup Nights-ის თითოეული ღონისძიება სხვადასხვა პროფესიის და გამოცდილების ადამიანს აერთიანებს. ეს არის გლობალური მოძრაობა, რომელიც  2012 წელს მექსიკაში დაიწყო  და ახლა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300 ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის საქართველოშიც.

საქართველოს ბანკი განაგრძობს „ღია ბანკინგის“ განვითარების ხელშეწყობას და  რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას. საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის განვითარების ფარგლებში, ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, შექმნა ახალი სტრატეგიული მიმართულება- Bog fintech და ვებგვერდი www.fintech.ge ასევე,  ე.წ. API Sandbox - მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. დღეისათვის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია 9 საბანკო სერვისის შესაბამისი API. 

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics