13:43 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 14:32:38, 632 ნახვა

საზოგადოება
თბილისის არქიტექტურის ბიენალე დღეს იხსნება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 26 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, გლდანის რაიონში, „თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2018“ („თაბ 2018“) გაიმართება.

მერიის ინფორმაციით, ღონისძიების მთავარი თემაა „მხოლოდ შენობები არ კმარა“, რომელიც საცხოვრებელი უბნების არაფორმალურ ურბანულ და სოციალურ სივრცეების კვლევას შეეხება.

თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ოფიციალური გახსნა გაიმართება 26 ოქტომბერს, 19:00 საათზე, გლდანში, ხიზანიშვილის N59-ში, ხოლო, 27-28 ოქტომბერს, 09:30–17:00 საათამდე, საზოგადოებრივ კოლეჯში „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი” ბიენალეს ფარგლებში მოეწყობა სიმპოზიუმი.  ბიენალეს ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

პროექტის მიზანია სიღრმისეულად გაიაზროს პოსტ-საბჭოური ტრანსფორმაციის ეპოქა და გამოიკვლიოს, თუ როგორ აისახება ეს ცვლილებები ურბანულ გარემოზე, მის  მომხმარებლებზე და როგორ მონაწილეობს საზოგადოება ამ პროცესებში.

თბილისის არქიტექტურის ბიენალე უმასპინძლებს მსოფლიოში წამყვან არქიტექტორებს, მეცნიერებს, ხელოვანებს და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც იმსჯელებენ და შეეცდებიან ხაზი გაუსვან არაფორმალური არქიტექტურისა და ურბანული სივრცის მრავალფეროვნებას და განიხილავენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მიდგომებს.

ბიენალე შედგება როგორც შიდა, ასევე ღია სივრცეში გამართული აქტივობებისგან, მათ შორისაა: გამოფენები, სიმპოზიუმი, საჯარო ლექციები, გლდანის ტურები გიდის თანხლებით, ფილმების ჩვენებები, ხელოვანთა პერფორმანსები, ურბანული და არქიტექტურული ინსტალაციები. გარდა ამისა, შეიქმნება საჯარო ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც გლდანის ღია სივრცის ნაწილი გახდება.

პროექტის მხარდამჭერები არიან შემოქმედებითი ევროპის ცენტრი, ევროპის კულტურული ცენტრი, თბილისის მერია, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, თი ბი სი ბანკი და აჭარა ჯგუფი.

დეტალური პროგრამა იხილეთ ვებგვერდზე: www.biennial.ge

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics