|
2018-10-25 10:09:20, 1009 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: დარწმუნებული ვარ, რომ 28 ოქტომბერი იქნება საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება
რამდენიმე დღეში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღე გვაქვს - ქვეყანაში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები. მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სასურველი არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს არჩევნები თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული იყოს. „ამ არჩევნებზე საქართველომ კიდევ ერთი დემოკრატიის ტესტი უნდა ჩააბაროს და მე მჯერა, რომ ამ ტესტს ჩვენ ყველა ერთად, თითოეული ჩვენი მოქალაქე ჩავაბარებთ ისე, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას ეკადრება. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ საზოგადოების მოთხოვნა და სურვილი, რომ გვქონოდა ნამდვილად ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანია, ვერ მოხერხდა გარკვეული პოლიტიკური ძალების დესტრუქციული რიტორიკის გამო და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საარჩევნო პროცესში დისონანსი შეიტანოს რომელიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალამ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთელ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის უზრუნველყოფილი იყო თანაბარი და კონკურენტული გარემო. "გპირდებით, რომ თითოეულ ამომრჩეველს ექნება საშუალება გააკეთოს თავისუფალი არჩევანი და თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დავალებული, მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფილი იყოს წესრიგი, რათა ამომრჩევლებს მიეცეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება. „მინდა ასევე მივმართო ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომ იყვნენ მაქსიმალურად აქტიურები. პირადად მე ვთხოვე რამდენიმე წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ მათ გაეზარდათ დამკვირვებლების რაოდენობა და მინდა მადლობა გადავუხადო მათ გაწეული დახმარებისთვის. იცით, რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოდის საპრეზიდენტო არჩევნებზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონით მკაფიოდ არის განსაზღვრული ადმინისტრაციული რესურსის ამკრძალავი რეგულაციები, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მთავრობამ მიიღო დადგენილება, რათა კიდევ ერთხელ გამოირიცხოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. გარდა ამისა, მამუკა ბახტაძის თქმით, იუსტიციის სამინისტროში მუშაობს უწყებათაშორისი კომისია, რომელიც განიხილავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. „ამავე დროს, მოვუწოდებ ყველას, თითოეულ დარღვევასთან დაკავშირებით, ზეპირ განცხადებებთან ერთად, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და კონკრეტულ დარღვევების არსებობის შემთხვევაში შეიტანონ საჩივრები, რათა საარჩევნო ადმინისტრაციას ჰქონდეს უფლება და საშუალება განიხილოს და გამოავლინოს დამრღვევი პირები. დარწმუნებული ვარ, რომ 28 ოქტომბერი იქნება საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება, რაც ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას ნიშნავს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)