|
2018-10-24 16:12:15, 975 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰააგის სასამართლო თავის მაღალი დონის ღონისძიებას თბილისში ატარებს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მაღალი დონის რეგიონული კონფერენცია დღეს თბილისში ჰააგის სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და ჰააგის სასამართლოს გამწესრიგებელმა თბილისში გახსნეს. რეგიონული კონფერენციის საქართველოში ჩატარება საერთაშორისო სასამართლოს ინიციტივაა და მისი საფუძველი სასამართლოსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის წარმატებული თანამშრომლობაა, რომელსაც თბილისში ვიზიტისას ჰააგის სასამართლოს პროკურორმა „სამაგალითო" უწოდა. რეგიონული ღონისძიება რომის სტატუტის 20 წლისთავს ეძღვნება. თეა წულუკიანმა თავის მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა საერთაშორისო სისხლის სამართლის მნიშვნელობას მსოფლიო წესრიგის შენარჩუნებისათვის და იმ მოლოდინებზე ისაუბრა, რაც საქართველოს ჰააგის სასამართლოსაგან აქვს. „სიმბოლურია, რომ დღეს, აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე, საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მაღალი დონის რეგიონულ კონფერენციას, რომელიც რომის სტატუტის 20 წლისთავს ეძღვნება. 20 წლის წინ მსოფლიოს ქვეყნებმა რომის სტატუტზე ხელმოწერით განაცხადეს, რომ არსებობს საერთაშორისო სისხლის სამართალი და რომ საერთაშორისო დანაშაული და ბოროტმოქმედება აღარასოდეს დარჩება დაუსჯელი. 15 წლის წინ საქართველო რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყნებს შეუერთდა იმ რწმენით, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულება და საერთაშორისო სამართალი ყველასათვის, მათ შორის ქართველებისთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა. დღესაც, 10 წლისთავზე იმ ომის შემდეგ, რომელშიც საქართველო საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლი გახდა, ეს რწმენა განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთან, ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო დანაშაული არასდროს დარჩება დაუსჯელი", − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. როგორც ცნობილია, ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისი 2016 წლის 27 იანვრიდან იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს. მათ შორის გამოძიება შეეხება ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი ტყვეების წამებისა და მკვლელობის საკითხებს. საქართველო სრულად თანამშრომლობს ჰააგის სასამართლოსთან, რათა დადგინდეს ომის დროს ჩადენილი დანაშაულები და დაკმაყოფილდეს დაზარალებულთა ინტერესები. მაღალი დონის რეგიონული კონფერენციის მიზნი სასამართლოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და წახალისება; სასამართლოსა და სახელმწიფოებს შორის მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარება, სასამართლოსა და მისი საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. კონფერენცია ხორციელდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორგანიზებით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობითა და ევროპული კომისიის ფინანსური მხარდაჭერით. კონფერენცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგის სასამართლო) წესდების (რომის სტატუტი) მიღების 20 წლისთავსა და საქართველოს მიერ მისი რატიფიცირებიდან 15 წლისთავთან დაკავშირებით იმართება და ის 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ღონისძიებაში მონაწილეობენ აღმოსავლეთ ევროპის 20 ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები და ექსპერტები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა.
(NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)