12:31 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 11:20:14, 1083 ნახვა

საზოგადოება
წელს ბიზნესდაჯილდოებაში 346 კომპანია მონაწილეობს

ბიზნესდაჯილდოება 2018-ზე რეგისტრაცია დასრულდა. სულ წარმატებით დარეგისტრირდა 346 კომპანია, რომლებიც ნომინაციების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

წლის სტარტაპი - 34 %

ბიზნესი დადებითი გავლენისთვის - 25 %

წლის ქართული პროდუქტი - 14 %

წლის ქალი მეწარმე - 12 %

წლის ტურისტული ბიზნესი - 10 %

წლის ბიზნესი - 6 %

დამოუკიდებელი ჟიური ფინალისტებს ნოემბერში გამოავლენს, რომელთა საკომუნიკაციო კამპანიას თიბისი ბანკი წარმართავს. ბიზნესდაჯილდოების 6 გამარჯვებული კი, დეკემბერში გამოვლინდება. გამარჯვებულებს სურვილისამებრ, შეეძლებათ აირჩიონ მათთვის სასურველი პრიზი: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებგვერდი, ბრენდ სტრატეგია და საიმიჯო კამპანია, პროგრამული უზრუნველყობა (კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია ან ვებ-სერვისი).

"თიბისი ბანკი" უკვე მესამე წელია წარმატებით ახორციელებს პროექტს „ბიზნესდაჯილდოება“, რომლის მიზანია ბიზნესსოციუმის განვითარება და ბიზნესების მხარდაჭერა. დაჯილდოება საზოგადოებას ყოველწლიურად აცნობს სხვადასხვა ბიზნესსექტორში მოქმედი კომპანიების წარმატების ისტორიებს და პოპულარიზაციას უწევს ბიზნესის კეთებას საქართელოში.

 

(R)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics