01:44 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-22 14:09:32, 1762 ნახვა

კომენტარი
კალაძე: ენმ-ს და „რუსთავი 2“-ს, უფლება არ გაქვთ ისაუბროთ ომზე, თქვენ იყავით მთავარი მონაწილე იმის, რომ ტერიტორიები დავკარგეთ

„ენმ-ს, თქვენს ტელევიზიას, უფლება არ გაქვთ ისაუბროთ ომზე, იმიტომ, რომ თქვენ იყავით ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იმის, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძე „ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რუსეთი სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებს ჰააგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ იყენებს.

 „რა განცხადებებზე საუბრობთ, ქმედებებია წინა ხელისუფლების დროს განხორციელებული და ტერიტორიები გვაქვს დაკარგული. „ნაციონალურ მოძრაობას“, თქვენს ტელევიზიას(რუსთავი 2), თქვენს ხელმძღვანელებს არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ ისაუბროთ ომზე, იმიტომ, რომ თქვენ იყავით ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იმის, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, დავკარგეთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჩვენი გმირები, მშვიდობიანი მოსახლეობა,200-მდე სოფელი, დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და გამოდიხართ და საუბრობთ ომზე, ძალიან უხერხულია, ძალიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics