11:30 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-20 03:28:14, 1049 ნახვა

საზოგადოება
ხულოში, გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

ხულოში, სოფელ ჭახაურში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილია 18 წლის გოგონა და 72 წლის მამაკაცი.

მეხანძრე - მაშველები ამ წუთებში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილზე მუშაობს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით აღძრა, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერთმა პირმა ღამის კლუბის დაცვა დაჭრა, იგი დააკავეს
უკრაინამ სტავროპოლში ნავთობის საწყობს ერთი კვირის განმავლობაში მეორედ დაარტყა, ხოლო პორტ კავკაზის ცეცხლი გაუჩნდა
მოსკოვის რეგიონში დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
Axios: გარდაცვალებამდე ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics