11:30 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-19 12:13:34, 1415 ნახვა

საზოგადოება
საქართველო ლუგარის ლაბორატორიაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მისიას იწვევს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ოფიციალური განცხადებით მიმართავს.

სამინისტრო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას  სთხოვს, რომ მოხდეს შესაბამისი ექსპერტების ჯგუფის შექმნა, რომელიც ადგილზე შეისწავლის ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარე აქტივობებს.  დავით სერგეენკოს განცხადებით, დაინტერესებისა და სურვილის შემთხვევაში, რუს სპეციალისტებსაც   შეუძლიათ ჩაერთონ როგორც ექსპერტთა  ჯგუფში, ასევე ნებისმიერ დროს ცალკე, ადგილზე  გაეცნონ ლაბორატორიაში არსებულ ვითარებას.

„ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში ეს საინფორაციო ნაკადი გაძლიერდა და გახდა ძალიან ინტენსიური,  კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად ჩვენი არგუმენტებისა ეს ესკალაცია მატულობს, ამიტომ მივიღეთ  გადაწყვეტუილება,  რომ უახლოეს დღეებში ჩვენ მივმართავთ თხოვნით  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას , გამოაგზავნოს ოფიციალური მისია, რომელიც  ადგილზე შეისწავლის ვითრებას და დადებს ოფიციალურ დასკვნას იმის შესახებ, თუ რა აქტივობები მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიაში“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.  

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სამინისტროს მხრიდან  არაერთხელ გაკეთდა  ძალიან მკაფიო განცხადება,  იმის შესახებ,  რომ 2013 წლიდან  საქართველოს მთავრობა მართავს ლუგარის ლაბორატორიას და არა  ამერიკის შეერთებული შტატები.  

"ეს არის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, რომელიც მიმართულია, ეპიდემიების და ბიოლოგიური საფრთხეების დეტექციისა და პრევენციისკენ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არაერთხელ მოხდა  რუსი კოლგების მოწვევა   ჩამოსულიყვნენ და დაეთვალიერებინათ  ლაბორატორია რათა  დარწმუნებულიყვნენ, რომ იქ სახიფათო არაფერი ხდება, მიუხედავად ამისა ამ თემის  ესკალაცია  გრძელდება", - აღნიშნა მინისტრმა. 

ცნობისთვის, ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთის პრეზიდენტმა დღეს პირველი კომენტარი გააკეტა. როგორც პუტინმა აღნიშნა, თუ კვლევები ნამდვილად ტარდება, ეს ძალიან სახიფათოა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერთმა პირმა ღამის კლუბის დაცვა დაჭრა, იგი დააკავეს
უკრაინამ სტავროპოლში ნავთობის საწყობს ერთი კვირის განმავლობაში მეორედ დაარტყა, ხოლო პორტ კავკაზის ცეცხლი გაუჩნდა
მოსკოვის რეგიონში დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
Axios: გარდაცვალებამდე ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics